საწრეო მუშაობის
რეფლექსია ბუნებისმეტყველებაში
მასწავლებელი : ნაილი ადუაშვილი
ქალაქ თბილისის
N173 საჯარო სკოლის IV-გ კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა
ბუნებისმეტყველების წრე. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო
ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია
მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე ბლოგის
მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი).
წრეში
გაერთიანებული იყო 22 მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში
ერთხელ, ოთხშაბათობით, გაკვეთილის შემდეგ. საწრეო მუშაობაზე განსახილველი
საკითხები წინასწარ შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის გათვალისწინებით.
საწრეო მუშაობის
მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და
საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ მეტი ინტერესი გაჩენა, რათა
უკეთ შეიცნოს სამყარო და იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების
და გარემოს მიმართ.
საწრეო
მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს როგორც პროგრამული
საკითხების სიღრმისეულად გააზრება და შესწავლა, ისე დამატებითი ინფორმაციების
მოძიება-განხილვა. დამატებითი ინფორმაციისათვის გამოვიყენეთ სკაიპ-გაკვეთილები და ვირტუალური
საველე მოგზაურობები. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი თავისი ინიციატივით კითხულობდა და
ამოკრებდა დამატებით ინფორმაციებს მაგ; გადამფრენ ფრინველებზე.
სამუშაო
სასწავლო გარემო იყო მშვიდი და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული.
მუშაობის პროცესი
ხელს უწყობდა სწავლის გაღრმავებასა და ტრანსფერს. წრის წევრებთან ერთად,
მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს
სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი
გამოკითხვის შედეგად
გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის
და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას.
ბუნებისმეტყველების
საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზეც.
No comments:
Post a Comment