რეფლექსია -მათემატიკა


საწრეო მუშაობის რეფლექსია

2019-2020 წლის I სემესტრი

2019-2020  სასწავლო წლის I  სემესტრში შეიქმნა წრე ,,ნორჩი მათემატიკოსები“,მასში მე-4 კლასის 22 მოსწავლე იყო გაერთიანებული.წრე ტარდებოდა კვირაში ერთხელ,ხუთშაბათს ,მე-6 გაკვეთლზე. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ იყო გაწერილი. წრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება და კვლევითი უნარების განვითარება.
საგაკვეთილო  პროცესში ვიყენებდი  სხვადასხვა  აქტივობებს,  სავარჯოშოებს  დამხმარე მასალას ,ამოცანებს  და თავსატეხებს. ყურადღებას ვამახვილებდი მათემატიკური უნარ-ჩვევების (მსჯელობა ,კომუნიკაცია, ამოცანების ამოხსნა)  განვითარებაზე. მოსწავლეები მუშაობდნენ გაკვეთილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავებასა და განმტკიცებაზე, რაც მოსწავლეებს დაეხმარა მიეღწიათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგებისათვის.მოსწავლეებს ვთავაზობდი მრავალფეროვან აქტივობებს, რაც მეცადინეობებს ხალისიანს და საინტერესოს ხდიდა.
მოსწავლეების  შეფასებისას  ხშირად   ვიყენებდი  როგორც  ზეპირ  ისე  წერილობით განმავითარებელ შეფასებას.ვაძლევდი რეკომენდაციებს ამა თუ იმ საკითხის ეფექტურად გადაჭრისათვის. მოსწავლეები ყოველთვის ხალისით  რჩებოდნენ  წრის  მეცადინეობებზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს,გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი,გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კინგსის ოლიმპიადებში. მიიღეს დიპლომები და სიგელები,სერთიფიკატები. იყო ხარვეზებიც  საწრეო მუშაობამ  მიზანს  მიაღწია  და ხელი შეუწყო  საგნის პოპულარიზაციას სკოლაში. უფრო მეტმა მოსწავლე გამოთქვა  წრეში ჩართვის სურვილი.
       მათემატიკის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის  სწავლების შედეგებზე.
განაცხადი იხილიეთ  ბმულზე:https://nailiaduashvili1961.blogspot.com/p/blog-page.html
წრის  მუშაობა  იხილეთ   ბმულზე:https://nailiaduashvili1961.blogspot.com/


No comments:

Post a Comment