სამოქმედო პროგრამა: ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება

საწრეო მუშაობა
საგანი: ქართული
2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  შეიქმნა ქართულისწრე,სახელწოდებით ,"პატარა მკითხველები"
წრეში გაერთიანებულია მე-4 -კლასის 15 მოსწავლე.
წრე ტარდება კვირაში ერთხელ,სამშაბათს.
წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს განუვითაროს კითხვის უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბოს ლიტერატურული გემოვნება.
  დაწყებით კლასებში მოსწავლეებს უჭირთ მცირე ზომის მხატვრული ტექსტების  გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება,ამიტომ უკეთესი იქნება დამატებითი სამუშაოები, რათა უკეთესად მოხდეს კითხვის გაგება-გააზრება.საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ უკეთესი შედეგებისათვის სწავლება და ათვისებული ცოდნის განმტკიცებაა.
საწრეო მუშაობის მიზანიამოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლოგეგმის მოთხოვნების მიხედვით,მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება. შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება.



                    
2019 -2020სასწავლო წელი
სემესტრი

თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა,
თემა
საკითხების ჩამონათვალი

შენიშვნა
17.09
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
24.10
გაბმული მეტყველების განვითარება
01.10
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
08.10
გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის განვითარება
15.10
ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობა
22.10
კითხვის მარტივი სტრატეგიებისგანვითარება
29.11
ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება
13.11
მხატვრულ სახეებზე დაკვირვება(პრაქტიკულად)
05.11
საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება
12.11
ლიტერატურის ჟანრებზე(ხალხური ზღაპარი) დაკვირვება/გააზრება

19.11
აზროვნების განვითარება-საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება
26.11
შემაჯამებელი მუშაობა განვლილისაკითხების ირგვლივ





გამოყენებული რესურსებია:აზრობრივი რუკები ,ნახატები, კომპიუტერი,ფლიფჩარტები,დაფა,ცარცი.დამატებითი საკითხავი ტექსტები და
სახელმძღვანელო(კლასგარეშე)

·         აღნიშნული რესურსები მოსწავლეს დაეხმარება, რათა შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება.  კითხვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.გამოყენებული რესურსები შეესაბამება და ემსახურება, რათა მოსწავლეებმა თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცეს ტექსტების შინაარსი,მიჰყვეს მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და გადმოსცეს ფაქტები,მოვლენები;მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვითშემოქმედებითად გამოიყენოს სიტყვათა სემანტიკური კავშირები (სინონიმები, ანტონიმები...);დააკვირდეს პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოიტანოს სათანადო დასკვნები მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ; გადმოსცეს ნაცნობი მხატვრული ტექსტის შინაარსი მთხრობელის ჩანაცვლების გზით. შეძლონ საკუთარი ემოციები/განცდებ გამოხატვა და მათი  ახსნა.

2019 წლის 17 სექტემბერ პირველად შეიკრიბნენ ქართული ენის წრის წევრები,მათგავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები,აგრეთვე ის,რომ წრეჩატარდება ყოველ სამშაბათს,მეექვსე გაკვეთილზეგავაცანი სამუშაო პროგრამადა კონკრეტულად ის საკითხები,რომლებზეც გვექნება მუშაობა პირველისემესტრის  განმავლობაში.


    
      24.09.19   შედგა წრის მეცადინეობის მეორე შეკრება,წრის მუშაობის მიზანი იყო გაბმული მეტყველების განვითარება.წავიკითხეთ სულხან-საბა ორბელიანის  მოთხრობა ‘’ძუნწი  და ოქრო"'მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს.

     ჩატარდა  მესამე მეცადინეობა, მუშაობის მიზანი იყო ლექსიკური მარაგის გამდიდრება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ  წაიკითხეს   მოთხრობა ‘’ ძუნწი და ოქრო"'  , ახსნეს უცხო სიტყვები. უცხო სიტყვების დახმარებით  კი შეადგინეს ახალი წინადადებები.თითეული მოსწავლე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუშაობაში.


01.10.19  ჩატარდა  მესამე მეცადინეობა, მუშაობის მიზანი იყო ლექსიკური მარაგის გამდიდრება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ  წაიკითხეს   მოთხრობა ‘’ ძუნწი და ოქრო"'  , ახსნეს უცხო სიტყვები. უცხო სიტყვების დახმარებით  კი შეადგინეს ახალი წინადადებები.თითეული მოსწავლე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუშაობაში.
   
08.10.19 ჩატარდა მეოთხე მეცადინეობა.მეცადინეობას ესწრებოდა 3 მოსწავლე. გავარჩიეთ მოთხრობა"პირველი გაკვეთილი"(ი.ჭავჭავაძის-უცნაური ამბიდან"). ვიმუშავეთ გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლებაზე.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუშაობაში


15.10.19.  ჩატარდა რიგით მეხუთე მეცადინეობა წრის მუშაობისა.კიდევ ერთხელ განვიხილეთ "პირველი გაკვეთილი" და ვიმუშავეთ ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობაზე. მოსწავლეებმა ტექსტი კარგად დაამუშავეს და ცალ-ცალკე, ლოგიკური თანმიმდევრობით შეძლეს ტექსტის შეერთება-გამთლიანება.



22.10.19.  ჩატარდა  მეექვსე სხდომა.განვიხილეთ  კითხვის მარტივი სტრატეგიები და მათი განვითარების გზები.იმუშავეს  შელ სილვერსტოუნის ტექსტზე"გულუხვი ხე" , მუშაობდნენ როგორც ცალკე, ასევე წყვილებში.აქტიური მუშაობა გამოვიდა.


29.10.19.  ჩატარდა წრის მუშაობის მეშვიდე სხდომა.განვიხილეთ ლიტერატურული ტექსტი "გულუხვი ხე', მოახდინეს ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება. დაახასიეთეს ხე და მოხუცი კაცი და შედარეს ერთმანეთს.

05.11.19 ჩატარდა საწრეო მუშაობის  მერვე სხდომა.განვიხილეთ  რუდოლფ რასპეს " ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი ".ესწრებოდა ოთხივე მოსწავლე.წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა მოახდინეს მხატვრულ სახეებზე დაკვირვება

12.11.19.  ჩატარდა საწრეო მუშაობის  მეცხრე სხდომა. მოსწავლეებმა იმუშავეს ''მიუნჰაუზენის  პერსონაჟის  დახასიათებაზე.' და მოახდინეს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება.

 19.11.19 ჩატარდა მეათე საწრეო მუშაობა. მოსწავლეებმა ლიტერატურულ ჟანრებზე(ხალხური ზღაპარი)დაკვირვება და გააზრება  მოახდინეს. ყველა მოსწავლე  აქტიურად ჩართული იყო და გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს.

26.11.19  ჩატარდა წრის მეცადინეობის მეთერთმეტე სხდომა.განიხილეს მარტივი მხატრული ტექსტის შეთხზვა/ჩანახატი.მოსწავლეებმა შეადგინეს პატარ-პატარა მოთხრობები და ამ მოთხრობებზე გააკეთეს ილუსტრირებული ჩანახატები. შემდეგ მოახდინეს მათი პრეზენტაცია.



         მათემატიკა

წრის შემუშავებამდე მოხდა :მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრება, საჭიროებების     დადგენა, ურთიერთშეთანხმება და   მოსაზრებების გაზიარება.



 10000 -ის ფარგლებში ქვეშმიწერით შეკრება და გამოკლება.გამრავლება-გაყოფა, 1000-ის ფარგლებში, ამოცანის ამოხსნა.
კლასი: IV
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
საგანი: მათემატიკა
წრის მიზანი:
    საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ 1000-ის ფარგლებში რიცხვის გამრავლება-გაყოფის და ქვეშმიწერით შეკრება გამოკლების შესწავლას.
    წრე განკუთვნილია მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის. 

მათემატიკური მცნებების ცოდნა და უნარები:
·        ცნებების ცოდნა;
·        მიღებული რიცხვის ჩაწერის ცოდნა;
·        ამოცანის მოკლედ ჩაწერა;
·        ამოცანის ამოხსნა.
კომუნიკაციური უნარები:
·        გამრავლება;
·        გაყოფა;
·        რიცხვთა ჩაწერა;
·        ამოცანის ჩაწერა და ამოხსნა;
·        ზეპირი კომუნიკაცია;
·        წერითი კომუნიკაცია.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულა აქტივობებს.
 სასწავლო რესურსები:საწერი ფურცლები ,დაფა ,ცარცი ,სახელმძღვანელო დამატებითი მასალები

               
    საწრეო  მუშაობის პროგრამა  2019–2020 სასწ. წელი


N
თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
1
18.09
თემასაწრეო  პროგრამის გაცნობ
         საორგანიზაციო საკითხების  მოგვარება
         მიზნის ჩამოყალიბება

2
25.09
თემა:რიცხვების ქვეშმიწერით შეკრება
3
02.10
თემა: ამოცანების ამოხსნა

4
09.10
თემა: მრგვალი რიცხვები

5
16.10
თემა: გამოსახულება.მოქმედებათა შესრულების რიგი

6
23.10
თემა: ამოვხსნათ ამოცანები
7
30.10
თემა: გამრავლება,გაყოფა

8
07.11
თემა: რიცხვის გამრავლება10 ზე 100 ზე

9
14.11
თემა: გამრავლება ერთნიშნა რიცხვებზე
10
21.11
თემა: გაყოფა ნაშთით

11
28.11
თემა: შემაჯამებელი ტესტი
        












  საგანი : ბუნებისმეტყველება

   ბუნებისმეტყველების წრეში გაწევრიანდება ყველა ის მოსწავლე ვისაც უყვარს და აინტერესებს ბუნება და გადავწყვიტე ამ მიზნით დამეახლოვებინა პატარა მეგობრები ბუნებასთან, ამიტომ წრის პროგრამაში შევიტანე ისეთი საკითხები რაც დააინტერესებს შესაბამისი ასაკის ბავშვებს. ვფიქრობ, მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის მიმართ,გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის და საარსებო გარემოს მიმართ. სწორედ ამ ასაკში იწყებს ბავშვი გარემოში დამოუკიდებელ ორიენტაციას, უჩნდებათ კითხვები სამყაროს გარშემო, რასიც მოსწავლეებს წრეში დამუშავებული საკითხები დაეხმარება, შესრულდება პრაქტიკული სამუშაოები, ჩატარდება ჯგუფური მუშაობა, მოეწყობა ექვსკურსია, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის, დაკვირვების, მსჯელობის, კომუნიკაბელურობის, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, რაც გაზრდის სასწავლო მიზნების მიღწევას.


ბუნებისმეტყველების საწრეო მუშაობის პროგრამა

და განრიგი


   1
მასწავლებლის შეხვედრა წრის წევერბთან, საწრეო მუშაობის გეგმის გაცნობა
20. 09

   2
რა არის სამყარო?
27.09

   3
რატომ მიყვარს  ბუნება?
04.10

   4
 ბუნება ჩვენი საუნჯეა
11.10

   5
 საუბარი:  ,,ბუნების დაცვა’’
18.10

   6
მცენარეთა სამყარო:     ,,წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები’’
25.10

   7
 მცენარე-- ჩვენი ჯანსაღი სუნთქვა.
01.11

   8
საუბარი თემაზე:,,წყალი და მისი მნიშვნელობა“
08.11

  9
 ,, შავი ზღვა’’ და მისი მნიშვნელობა.
15.11

  10
შემაჯამებელი ტესტი
22.11






20.09.19  ჩატარდა პირველი საწრეო მუშაობა.
პირველი გაკვეთილი:

თემა - ადამიანის სხეულის ნაწილები
 მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მასწავლებლის მიერ მიცემულ სხვადასხვა სახალისო დავალებებს.
 ჩატარებულმა მეცადინეობამ გამოიწვია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და თემისადმი დიდი ინტერესი.

04.10.19.  ჩატარდა მეორე საწრეო მუშაობა ბუნებაში.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებისა და მსჯელობის  საშუალებით გაეკეთებინათ დასკვნა, თუ რატომ უნდა გავუფრთხილდნენ სხეულის ნაწილებს.
მონაწილეებმა დაასახელეს ადამიანის სხეულის ძირითადი ნაწილები (თავი, ხელი, ფეხი, ტანი) და ისაუბრეს თითოეული მათგანის  მნიშვნელობაზე. წაიკითხეს მცირე ზომის მოთხრობები, ასევე ბუკის საშუალებით  დაათვალიერეს სხეულის ნაწილები (ცხვირი, პირი, ყური, თვალი, თმა) და იმსჯელეს თუ რა როლი აქვთ მათ ადამიანის ჯანმრთელობასა და ყოფა-ცხოვრებაში.
შეხვედრა მეტად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და გამოიწვია მათი საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობა


11.10.19. ჩატარდა მესამე საწრეო მუშაობა ბუნებაში.
მუშაობის მიზანს წარმოადგენდა ვირუსებისა და ინფექციების შესახებ ინფორმაციების მირება, მათი გამომწვევი მიზეზების დასახელება და თავიდან აცილების გზების ძიება.
შეხვედრა მეტად საინტერესო იყო თავისი თემატურობითა და აქტივობებით. მოსწავლეებმა წებოვან ბარათებზე დაწერეს მათთვის ნაცნობი დაავადებები (ინფექციური, ვირუსული); ჩამოთვალეს ინფიცირების წყაროები (გამომწვევი მიზეზები); იმსჯელეს მათი თავიდან აცილების გზებზე:
·         იხილეს ფოტო მასალა, სადაც ნათლად ჩანდა ის უხილავი ბაქტერიები, რომლებიც ყოველდღიურად ხვდებიან ადამიანის კანზე და აინფიცირებენ სხეულს
·         თეზისებად ჩამოაყალიბეს დაავადებების თავიდან აცილების საშუალებები
·         დააჯგუფეს სასარგებლო და არასასარგებლო საკვები პროდუქტები
საწრეო მუშაობა მატად ნაყოფიერი აღმოჩნდა მსმენელებისათვის. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში.
გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.



18.10.19.   მეოთხე შეხვედრა

ჩატარდა ბუნების წრის მეოთხე გაკვეთილი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს გაეცნობიერებიათ თუ რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში: უპასუხეს შეკითხვებს, იმსჯელეს ვარჯიშების ნაირსახეობასა და ტიპებზე, დაწერეს საკუთარი მოსაზრებები და წარმოადგინეს ჯგუფის პრეზენტატორებმა. დასასრულს ხელმძღვანელმა მოსწავლეებს შეასრულებინა მსუბუქი ტანვარჯიში.
მონაწილეებისათვის საკმაოდ სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ეს შეხვედრა.

25.10.19. ჩატარდა  ბუნების წრის მეხუთე გაკვეთილი
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკვები პროდუქტების კლასიფიკაცია სასარგებლო და უსარგებლო პროდუქტებად.  
         მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად დაასახელეს ორივე კატეგორიის საკვები პროდუქტები. იხილეს მასწავლებლის მიერ პროგრამა powerpoint - ში მომზადებული  პრეზენტაცია საკვები პროდუქტების შესახებ. შე,დეგ მოსწავლეებმა წებოვან ფურცლებზე  დაწერეს თავიანთი მოსაზრებები და გამოაკრეს დაფაზე.
         მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საკითხისადმი. მათ გაუჩნდათ სურვილი იკვებონ სწორად


01.11.19. გაიმართა რიგით მეექვსე წრის მუშაობა თემაზე: "დღის რეჟიმი". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა მიერ დღის რეჟიმის შედგენას.
       მონაწილეებმა იმუშავეს ტრიადებში და წარმოადგინეს საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების ელემენტებირაც შეაჯერეს მასწავლებლის დახმარებით და ერთი მთლიანი რეჟიმი შექმნეს.
      გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა მუშა პროცესში. დადებითად შეაფასეს შეხვედრა.




08.11.19. ჩატარდა მეშვიდე საწრეო მუშაობა ბუნებაშიმოსწავლეებმადაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები თემაზევისწავლოთ საკუთარი თავისმოვლადამზადებული ბუკლეტები გამოფინეს ჯგუფებმა. ბოლოს კი შეაჯამესდა შეაფასეს მუშაობა.შეხვედრა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდამოსწავლეებისათვის.


15.11.19  მერვე გაკვეთილი მიზნად ისახავდა წინა შვიდი სამუშაოს შეჯამებას; მონაწილეების მიერ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.
დასკვნით საწრეო მუშაობას ესრებოდა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის სახით. მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი საკითხისადმი და აქტიურობა პროცესში.
შემდეგ კი მსმენელებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
შეხვედრა მეტად საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის, მოსწავლეებმა მოახერხეს სხვათა ინფორმირება საკუთარი თავის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის  შესახებ.




No comments:

Post a Comment